მისამართის არჩევა
Moitane logo
მისამართის დამატება

კონფიდენციალურობა

ძვირფასო მომხმარებელო,

 

მადლობას გიხდით moitane.ge-ს მომსახურებით სარგებლობისთვის. ჩვენი მიზანია გაგიწიოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურეობა.

კონფიდენციალურობის შესახებ არსებული წესები გაგაცნობთ თუ რა სახის ინფორმაციის შეგროვებას ვახორციელებთ, როგორ ვიყენებთ და ვამუშავებთ მას, ასევე თქვენი გადაწყვეტილების შესახებ ჩვენს მიერ ინფორმაციის გამოყენებაზე. აღნიშნული წესები და პირობები მოქმედებს ვებ-გვერდის ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობით გამოყენების შემთხვევაში.

 

1. ინფორმაციის შეგროვება

1.1. ჩვენ ვაგროვებთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ან უფლებას აძლევთ მესამე პირებს, რომ მოგვაწოდონ.

1.2. moitane.ge-ს ვებ-გვერდზე შესაძლებელია თქვენს შესახებ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია პირადი ანგარიშისა და პერსონალური მონაცემების შევსების დროს:

1.2.1. სახელი და გვარი;

1.2.2. სქესი;

1.2.3. დაბადების თარიღი;

1.2.4. ელექტრონული ფოსტის მისამართი;

1.2.5. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;

1.2.6. საკონტაქტო ნომერი;

1.2.7. საკრედიტო ბარათის შესახებ მონაცემები;

1.2.8. შეკვეთის შესახებ სხვა დეტალები.

1.3. თქვენ საშუალება გეძლევათ ანგარიშის პარამეტრებიდან განაახლოთ ან დააკორექტიროთ ინფორმაცია თქვენს შესახებ.

1.4. სოციალური ქსელის (მაგ: “ფეისბუქი”) საშუალებით თქვენს ანგარიშზე შესვლით, ჩვენ თქვენს შესახებ ვღებულობთ შემდეგ ინფორმაციას:

1.4.1. პირად მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს;

1.4.2. ელექტრონული ფოსტის მისამართს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

1.4.3. საჯარო პროფილისა და თქვენი კონტაქტების შესახებ ინფორმაციას.

 

2. ინფორმაცია სისტემის გამოყენებაზე

2.1. სისტემის ე.წ. “ბრაუზერის” მეშვეობით გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ ავტომატურად ვიღებთ ტექნიკურ სიგნალს/ინფორმაციას კომპიუტერულ მოწყობილობასა თუ გამოყენებულ პროგრამაზე.

2.2. Cookie-ები, Pixel-ები და სხვა მაიდენტიფიცირებელი ტექნოლოგია:

2.2.1. ჩვენ, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიები ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიას ინფორმაციის შესაგროვებლად, როგორიცაა cookies, pixels, scripts და სხვა.

2.2.1.1. Cookie-ები წარმოადგენს მცირე ტექსტურ ფაილს, რომელიც იგზავნება კომპიუტერზე ჩვენს სისტემაში შესვლისას. ჩვენ ვიყენებთ დროებით ან განგრძობად Cookies, pixels, scripts და სხვა მაიდენტიფიცირებლებს, რათა შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი “ბრაუზერიდან” ან მოწყობილობიდან, ჩვენი სისტემის გამოყენების შესახებ და გამოვიყენოთ მიღებული ინფორმაცია სხვა მომსახურებების

შეთავაზებისათვის. ასევე მოგაწოდოთ თქვენი ინტერესების შესაბამისი რეკლამა და დავიმახსოვროთ თქვენი სისტემაში დარჩენის შესახებ.

2.3. ანგარიშის (Log) ინფორმაცია:

2.3.1. თქვენს მიერ სისტემის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ინახავს ჩვენი ე.წ. “სერვერი”. ანგარიშის (Log) ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: მოწყობილობის IP მისამართი, “ბრაუზერის” შესახებ ინფორმაცია, საოპერაციო სისტემის ტიპი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შედიხართ სისტემაში, ეს ინფორმაცია ინახება თქვენი ანგარიშის მონაცემებით.

2.4. ინტერესზე დაფუძნებული ან მოქმედებაზე დამოკიდებული რეკლამა:

2.4.1. moitane.ge-მ შესაძლოა გამოიყენოს სხვა სარეკლამო კომპანიები, რათა შემოგთავაზოთ თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამა. კომპანია აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან (მათ შორის, მობილურზე მორგებული “ბრაუზერიდან”), რათა რეკლამა შეესაბამებოდეს თქვენს ინტერესებს.

 

3. როგორ ვახორციელებთ თქვენს შესახებ ინფორმაციის გამოყენებას

3.1. ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია, სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:

3.1.1. ვუზრუნველყოთ სისტემის მომსახურება, გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და შევიმუშავოთ ახალი პროდუქტი და მომსახურება;

3.1.2. მოგაწოდოთ ინფორმაცია სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ან მოგწეროთ ნებისმიერ სიახლეზე;

3.1.3. მივიღოთ თქვენგან შეკვეთისა და მიწოდების ღირებულება ერთი ან მეტი საგადახდო პარტნიორისგან;

3.1.4. შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული შინაარსის სარეკლამო ბროშურები, აქციები;

3.1.5. შევისწავლოთ მომხმარებელთა მიერ ელ ვებ-გვერდის გამოყენების შინაარსი.

3.1.6. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვათ სარეკლამო განცხადებების მიღებაზე, მათ შორის უარი განაცხადოთ ინფორმაციის სატელეფონო საშუალებით მიღებაზეც.

3.1.7. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ანგარიშის გაუქმება და მონაცემების წაშლა თავისი პროფილის გვერდიდან.

 

4. moitane.ge, მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას უზიარებს მესამე პირს, ქვემოთ მითითებული წესების დაცვით:

4.1. პარტნიორ მაღაზიებს, შეკვეთის დროულად განსახორციებლად;

4.1.1. პირად ინფორომაციას: სახელის, მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონრის ნომრის მითითებით;

4.2. SMS კომპანიას

4.2.1. მომხმარებლის საკონტაქტო ნომრებს შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

4.2.2. მესამე პირს სტატისტიკური მაჩვენებლებისთვის შესაძლოა გადაეცეს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს მაიდენტიფიცირებელ

დეტალებს, კერძოდ შემოიფარგლება მხოლოდ სქესით, ასაკით და შეკვეთილი პროდუქციის დეტალების შესახებ ინფორმაციით.

 

5. ჩვენ ვაზიარებთ

5.1. ჩვენ ვავრცელებთ ინფორმაციას ქვემოთმოცემული პრინციპების საფუძველზე;

5.1.1. თქვენი თანხმობით ან თქვენვე მითითებით - ჩვენ გავუზიარებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას სისტემისგან გარეშე პირებს, მაგ;

5.1.1.1. გარე დამუშავების ან მომსახურების უზრუნველსაყოფად - ჩვენ პერიოდულად ვიყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას, რათა უზრუნველვყოთ კონკრეტული სერვისები (როგორიცაა მიწოდების, სარეკლამო ან სხვა სერვისები). ამ პროცესის უზრუნველსაყოფად ჩვენ დაგვჭირდება მესამე პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით.

5.1.1.2. სამართლებრივი მიზნებისათვის - ჩვენ შესაძლოა გადავცეთ ინფორმაცია მესამე პირს, როდესაც ჩვენი რწმენით ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია კანონის დასაცავად, სხვადასხვა იურიდიული პროცესის სამართავად. ასევე ა) სამართალდამცავი ან მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში. ბ) თაღლითობის, უსაფრთხოების ან ტექნიკური საკითხების მიზნით პრევენციის, აღმოჩენის, ან სხვაგვარად ხელის შეშლის მიზნით. გ) უსაფრთხოების, უფლებების ან ნებისმიერი პირის საკუთრების, საჯარო წესრიგის ან moitane.ge-ს დაცვის მიზნით.

5.1.1.3. არაიდენტიფიცირებულ ან ზოგად მონაცემებზე დაყრდნობით - ჩვენ ვაზიარებთ არაიდენტიფიცირებულ (მაგ. ვაწვდით გამყიდველს შეკვეთის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ არ ვაწვდით საბანკო ბარათის მონაცემებს) ან ზოგად ინფორმაციას.

5.1.1.4. კორპორატიული კლიენტების შემთხვევაში - ჩვენ შესაძლოა თქვენს შესახებ ინფორმაცია გადავცეთ სხვა კომპანიას მოლაპარაკების მიზნებისათვის, კომპანიის შერწყმის, გაყოფის ან გაყიდვისას, ასევე არსებულ და მომავალ პარტნიორებს, შვილობილებს და სხვა კომპანიებს, რომლებიც ფლობენ და აკონტროლებენ კომპანიას.

 

6. ცვლილებების შეტანა წესებსა და პირობებში

6.1. არსებულ წესებსა და პირობებში ცვლილებები შესაძლოა პერიოდულად განახლდეს/შეიცვალოს. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენი კომპანიის ელ. ვებ-გვერდზე. განსაკუთრებული მნიშვენლობის მქონე ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ დამატებით მოგაწვდით აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას.

 

7. საკონტაქტო ინფორმაცია

7.1. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ კითხვები ან შენიშნვენი წესებსა და პირობებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ;

 

ვებ-გვერდის მისამართი: www.moitane.ge

ელ. ფოსტა: hello@moitane.ge